🏢 GLTrade - თქვენი სანდო პარტნიორი
საბითუმო მომარაგება სწრაფად, მარტივად და საუკეთესო ფასად.
📍 ჩვენი ლოკაცია
მისამართი: ქ. თბილისი, ვ.გულისაშვილის 18 ბ
ტელეფონი: +995 597 779 830 +995 577 987 800
სამუშაო საათები: ორშ - პარ: 09:00 - 18:00
ელ-ფოსტა: info@gltrade.ge
ბრენდები
🏢 GLTrade-ის შესახებ
🚀 ახალი სტანდარტი ბიზნესის მომარაგებაში
დღეს კომპანიებისთვის პროდუქციის შეძენა მხოლოდ საჭირო ნივთების მოძიებას აღარ ნიშნავს. მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი, კონკურენტული პირობები, ხელმისაწვდომობა და მომსახურების ხარისხი — ყველაფერი ერთად.
GLTrade სწორედ ამ საჭიროებაზე შეიქმნა.
ჩვენ ვაერთიანებთ ტექნოლოგიურ, საოფისე და ყოველდღიური საქმიანობისთვის აუცილებელ პროდუქციას და ბიზნესებს ვთავაზობთ მომარაგების ერთიან, მოქნილ და პროფესიონალურ გადაწყვეტას.
ჩვენი პორტფელი მოიცავს IT ტექნიკას და აღჭურვილობას, კომპიუტერებსა და პერიფერიულ მოწყობილობებს, პრინტერებსა და ბეჭდვის მასალებს, საოფისე და საკანცელარიო პროდუქციას, ჰიგიენისა და დასუფთავების საშუალებებს და სხვა აუცილებელ პროდუქტებს.
📦 მეტი არჩევანი. ნაკლები სირთულე.
ჩვენი მიზანია, კომპანიას აღარ დასჭირდეს დროის დახარჯვა სხვადასხვა პროდუქტის სხვადასხვა ადგილას მოსაძიებლად.
GLTrade აერთიანებს მრავალ მიმართულებას ერთ სივრცეში და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა საჭიროება ერთი საიმედო პარტნიორის მეშვეობით მოაგვაროს.
ეს ნიშნავს უფრო მარტივ შესყიდვებს, ნაკლებ კომუნიკაციას, უკეთ ორგანიზებულ პროცესს და მეტ დროს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ბიზნესისთვის რეალურად მნიშვნელოვანია.
⭐ პროფესიონალიზმი იწყება დეტალებიდან
ჩვენთვის ხარისხიანი მომსახურება მხოლოდ შეკვეთის შესრულება არ არის.
ეს არის ზუსტად გაგებული მოთხოვნა, სწორად შერჩეული პროდუქტი, მკაფიო კომერციული პირობები, დროული რეაგირება და პასუხისმგებლობა თითოეულ შეთანხმებაზე.
ჩვენ ვცდილობთ, თითოეული თანამშრომლობა ავაშენოთ ნდობაზე, გამჭვირვალობაზე და რეალურ შედეგზე.
🤝 გადაწყვეტილებები, რომლებიც ბიზნესს შეესაბამება
ყველა ორგანიზაციას განსხვავებული მოთხოვნა აქვს.
ამიტომ ჩვენ არ ვთავაზობთ ყველას ერთსა და იმავე მიდგომას. კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, ვარჩევთ შესაბამის პროდუქტებს, ვაყალიბებთ კომერციულ პირობებს და ვთავაზობთ თანამშრომლობის ფორმატს, რომელიც მომხმარებლისთვის პრაქტიკული და ეფექტურია.
იქნება ეს ერთჯერადი შესყიდვა, რეგულარული მომარაგება თუ ხანგრძლივი თანამშრომლობა — ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება რეალურ ღირებულებას ქმნიდეს.
🎯 ჩვენი ხედვა
ჩვენ ვაშენებთ GLTrade-ს, როგორც ძლიერ, თანამედროვე და სანდო კომპანიას, რომელიც საქართველოში ბიზნესის მომარაგების სფეროში ხარისხისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის შექმნას შეძლებს.
ჩვენი განვითარების საფუძველია მუდმივი გაუმჯობესება — პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, მომსახურების პროცესების დახვეწა და მომხმარებლისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის შექმნა.
ჩვენთვის საუკეთესო შედეგი არის ის მომენტი, როდესაც მომხმარებელი GLTrade-ს უბრალოდ მომწოდებლად აღარ აღიქვამს და მას საკუთარ საიმედო პარტნიორად მიიჩნევს.
📜 ჩვენი მომსახურების პირობები
ჩვენი კომპანია იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სთავაზობს საოფისე ნივთების ონლაინ შეძენას და უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.
🛒 1. შეკვეთის განთავსება
- შეკვეთის მინიმალური ჯამური ღირებულება შეადგენს 50 ლარს (საბეჭდი ქაღალდის ღირებულების გარეშე).
- შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია საიტზე რეგისტრაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის შევსება.
- რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს პროდუქციის ონლაინ შეძენისა და უფასო მიტანის სერვისით.
- შეკვეთა განხორციელებულად ითვლება შეკვეთის გაფორმების შემდგომ GL Trade-ის წარმომადგენლის მიერ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონის ნომერზე დაკავშირებისა და დადასტურების შემდგომ."
- ანგარიშის ნომრები: IBANK-GE03BG0000000613125631 , TBC-GE69TB7874536020100009"
🚚 2. მიწოდების პირობები
- თბილისში შეკვეთის მიწოდება ხორციელდება 1 სამუშაო დღის განმავლობაში ანგარიშწორების განხორციელების მომენტიდან.
- რეგიონებში შეკვეთის მიწოდება ხორციელდება 3 სამუშაო დღის განმავლობაში ანგარიშწორების განხორციელების მომენტიდან
- მიწოდება ხორციელდება უფასოდ.
💳 3. გადახდის პირობები
- ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ფორმით.
- გადახდა სასურველია განხორციელდეს შეკვეთის გაფორმებისთანავე.
- შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ანგარიშსწორების დადასტურების შემდეგ.
✅ 4. საგარანტიო პირობები
- კაკანონისმიერი საგარანტიო მომსახურება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, კერძოდ ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, პირობების შესაბამის საგარანტიო მომსახურებას: კერძოდ, მომხმარებელი, კერძოდ, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს ან მომსახურებას უპირატესად პირადო მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად, უფლებამოსილია მოითხოვოს ნაკლიანი მოწყობილობის უსასყიდლო შეკეთებას ან შეცვლას გარანტიის პერიოდში – 2 (ორი) წელი.
- კომერციული გარანტია ითვალისწინებს არა მხოლოდ თანდაყოლილი, ასევე შეძენილი ნაკლის საგარანტიო მომსახურებას. საგარანტიო ვადა და პირობები განისაზღვრება კონკრეტული საქონლის მწარმოებლის და მოვაჭრის მიერ, რაც განემარტება მომხმარებელს შეძენისას, გაწერილია საგარანტიო ტალონში და/ან ასევე ხელმისაწვდომია ელექტრონული სახით შესაბამისი მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
- მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ტექნიკის საგარანტიო და ექსპლუატაციის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შეამოწმოს ტექნიკა და მისი აქსესუარები, როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად. ნივთის ტექნიკური წუნის გამოვლენის შემთხვევაში მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს შესაბამისი მწარმოებლის ოფიციალურ სერვის ცენტრს, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში შპს „გლ ნოუთ“-ს და არ გააგრძელოს ნაკლის მქონე ნივთის ექსპლუატაცია. მომხმარებლის მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ ნივთის გადმოცემასთან ერთად მათზე გადადის მისი შემთხვევით დაღუპვის (განადგურების), გაფუჭების ან დაზიანების რისკი იმ შემთხვევაშიც თუ, პროდუქციას მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის. ხსენებული რისკები მომხმარებელზე გადავა ნივთის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან. ტექნიკის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა არაუმეტეს 10 სამუშაო დღე (მომსახურე სერვის ცენტრის შესაბამისად). საგარანტიო მომსახურება გულისხმობს: 1. წუნდებული ნივთის უფასო შეკეთებას. 2. წუნდებული ნივთის შეცვლას: წუნდებული ნივთის ახლით ჩანაცვლება ხდება, თუ ნივთი ვერ შეკეთდა სერვის ცენტრში დიაგნოზის დასმიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. თუ მრავალკომპონენტიანი ნივთის 1 კომპონენტია დაზიანებული და მოხდა დაზიანებული კომპონენტის შეკვეთა უცხოეთში, შეკეთების მოლოდინის ვადა იქნება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით, კერძოდ – თუ ტექნიკა წარმოდგენილია სრული კომპლექტაციით, მომსახურე სერვის ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ტექნიკური დასკვნის საფუძველზე. 3. თუ იდენტური პროდუქტით შეცვლა ვერ ხერხდება, ხდება მისი დაბრუნება და გადახდილი თანხის სრულად ანაზღაურება. სერვის ცენტრი ვალდებულია შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა ბრენდის მიერ მითითებული პირობების შესაბამისად; საგარანტიო შემთხვევა ვრცელდება მხოლოდ კონკრეტულ წუნდებულ კომპონენტზე და არა კომპლექტაციაზე; გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ქარხნული წუნით; შპს „გლ ნოუთ“ პასუხს არ აგებს დაზიანებულ ნივთში არსებული მომხმარებლის ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევაში. ასეთის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია მომხმარებელმა პერიოდულად გააკეთოს სარეზერვო ასლი.
- გაყიდული საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი; თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქონლის მომხმარებლისთვის გაგზავნა, იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირი საქონელზე ფაქტობრივ მფლობელობას მოიპოვებს, საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის. თუ გაყიდულ საქონელს მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის, საქონლის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის მომხმარებლის უფლებები კანონისმიერი გარანტიისას: თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლისაღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- გაყიდული საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი; თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქონლის მომხმარებლისთვის გაგზავნა, იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირი საქონელზე ფაქტობრივ მფლობელობას მოიპოვებს, საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის. თუ გაყიდულ საქონელს მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის, საქონლის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის მომხმარებლის უფლებები კანონისმიერი გარანტიისას: თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლისაღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. კომერციული საგარანტიო პირობები კომერციული გარანტია არ ზღუდავს კანონისმიერი გარანტიის პირობებს. კომერციული გარანტიის ფარგლებში, ნივთი ექვემდებარება შეცვლას შეკეთების პირობის გარეშე, თუ ნივთს შეძენიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, რაც უნდა დაადასტუროს შესაბამისმა სერვის ცენტრმა. კომერციული საგარანტიო მომსახურება ფარავს ბრენდის მიერ დადგენილ საგარანტიო პირობებს. საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას ან შეცვლას (ეს უკანასკნელი მაშინ, როდესაც ვერ ხდება წუნის აღმოფხვრა) საგარანტიო პერიოდში. გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ქარხნული წუნით; გარანტია არ ვრცელდება: ოპერაციული სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე; ტექნიკაზე რომელიც ფიზიკურად არის დაზიანებული, მაგალითად: გაბზარული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი, ასევე სითხით გამოწვეულ დაზიანებებზე, მათ შორის იმ შემთვევაში თუ მოდელის სპეციფიკაციაში მითითებულია დაზიანების საწიინააღმდეგო ფუნქციის არსებობა. თუ მომხმარებელი ვერ წარმოადგენს შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტს ან საგარანტიო ტალონს (ქვითარი, სასაქონლო ზედნადები, გადახდის ამონაწერი ბანკიდან და ა.შ.). თუ დარღვეულია ექსპლუატაციის ან საგარანტიო პირობები, არ იკითხება სერიული ნომერი და ვერ ხერხდება იდენტიფიცირება; თუ დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ბრალეულობით: ტექნიკაზე სითხის, ორთქლის, ქიმიური ნაერთების ან სხვა სახის უცხო სხეულების მოხვედრის, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის არასწორად გამოყენების შემთხვევაში; ტექნიკაზე, რომელზეც ახსნილია ქარხნულად არსებული პლომბი, გახსნილია ან შეკეთებულია თვითნებურად სხვა სერვისცენტრის მიერ, ან შეინიშნება გარეგნული/შიდა დაზიანება რემონტის თუ სხვა სახის ჩარევის გამო; თუ დაზიანება გამოწვეულია მაღალი ძაბვის მიწოდებით ან დაზიანება გამოწვეულია მოწყობილობის ფუნქციონირების ადგილზე ელ.ქსელის გაუმართაობით ან ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიის ბრალეულობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე); ტექნიკაზე ჩამქრალია მწარმოებლის მიერ დადგენილი რაოდენობის პიქსელზე ნაკლები. წუნი, რომელიც გამოწვეულია, მოხმარებლის მიერ ჩატარებული სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად; გასულია საგარანტიო პირობების მოქმედების ვადა; სერვის ცენტრი უფლებას იტოვებს, უარი განაცხადოს საგარანტიო მომსახურების გაწევაზე ისეთ ნივთებზე რომლებიც დიაგნოსტირებისას აღმოჩნდება, რომ პროდუქტის დაზიანება/გაუმართაობა გამოწვეულია, შენახვის, ექსპლუატაციის ან/და სხვა პირობების დარღვევით. აღნიშნული შენახვა-მოვლის ვადები/პირობები განსაზღვრულია პროდუქტის მწარმოებელი ორგანიზაციის საგარანტიო პირობებით. მტკიცების ტვირთი 2 (ორი) წლიანი სრული გარანტიის პირობებში თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება. თუ ნივთის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ნივთს ნაკლი არ გააჩნია ან/და იგი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, კომპანიას არ ეკისრება არანაირი ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტირების) და ყველა დამატებით ხარჯს (ტრანსპორტირების და სხვა) გადაიხდის მომხმარებელი. მიუხედავად ზემოთქმულისა გაცნობებთ, რომ მოცემული საგარანტიო პირობები არ ზღუდავს მომხმარებელს, რომ ისარგებლოს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით. ყველა სხვა დანარჩენი საკითხი, რომელიც თქვენთვის შეიძლება გაურკვევველი იყოს შეგიძლიათ დააზუსტოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის გამოყენებით: info@gltrade.ge ან ტელეფონის ნომრებზე: +995 597 779 830; +995 577 987 800
ინფორმაცია მოვაჭრის შესახებ
შპს „გლ ნოუთ“
საფირმო სახელწოდება: GLTrade
საიდენტიფიკაციო კოდი: 400480902
მისამართი: 0167, თბილისი, გლდანის რაიონი, ვასილ გულისაშვილი ქუჩა N18ბ.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს:
საგარანტიო პირობები
კომერციული გარანტია
ძირითადი საგარანტიო პირობები და დებულებები:
კანონისმიერი საგარანტიო პირობები:
კომერციული საგარანტიო პირობები
⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შეკვეთის გაფორმებამდე გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ მითითებული საკონტაქტო და მიწოდების ინფორმაცია, რათა შეკვეთის დროული და შეუფერხებელი მიწოდება უზრუნველვყოთ.
🛒 თქვენი კალათა
თქვენი კალათა ამჟამად ცარიელია.
📦 შეკვეთების ისტორია
შეკვეთების ისტორია ცარიელია.